
COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საინფორმაციო კამპანია.
ამჯერად მოხალისეთა ჯგუფებმა ქალაქ თეთრიწყაროსა და სოფელ ჯორჯიაშვილში მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერებს გადასცეს, სადაც დეტალურადაა განმარტებული კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.






















