11:18 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

თეთრიწყაროში მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრიწყაროში მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთი ახალი კოვიდინფივირებული პაციენტია.

 

აღნიშნული პირი, თეთრიწყაროს კლინიკის მედიკოსია – ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ ზღვის ჰოსპიტალში. კოვიდინფიცირებული პაციენტი, ბინიდან გადაიყვანეს კლინიკაში, ტესტირების შედეგად კი მისი პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მედიკოსის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე, პაციენტს ტემპერატურაც არ აღენიშნება.

 

თეთრიწყაროს ინფიცირებულ მედიკოსს სხვა პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. 

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 54 პაციენტია, მათგან 38-ს კოვიდტესტი უკვე ჩაუტარდა.

ავტორი: Prime Time

X