18:01 | 2020-05-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თეთრიწყაროში მოსახლეობის დახმარება გრძელდება

თეთრიწყაროში მოსახლეობის დახმარება გრძელდება

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით აქტიურად გრძელდება მოსახელობისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემის პროცესი.

 

 

თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა.

 

 

მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია
2020-05-30მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია

 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დახმარება გაეწია მოწყვლადი კატეგორიის 1500-ზე მეტ ოჯახს.

 

 

ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

 

ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პაკეტების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X