
ჰიუსტონის მცხოვრებლები კვირას ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებისთვის სალოცავად შეიკრიბნენ. ლოცვის დროს თეთრკანიანმა ამერიკელებმა მუხლი მოიდრიკეს და რასიზმის წლების გამო ბოდიში მოიხადეს.
ფერადკანიანმა ნაწილმა ეს ბოდიში მიიღო, თავადაც დაიჩოქა და ყველამ ერთად დაიწყო ლოცვა.
ამერიკის ქალაქებში არეულობა მინეაპოლისში ფერადკანიანი დაცვის თანამშრომლის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, რომელიც პოლიციელების მიერ მისი დაპატიმრების დროს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.























