12:43 | 2021-06-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თეთრმეტი თვე ილია ფილფანის გაუჩინარებიდან – რას ვერსიებზე საუბრობენ ბიჭის მშობლები

თეთრმეტი თვე ილია ფილფანის გაუჩინარებიდან – რას ვერსიებზე  საუბრობენ ბიჭის მშობლები

13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა.

 

ბიჭი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 2020 წლის 18 ივნისს დაიკარგა.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ხომ არ არის საქმეში რაიმე სიახლე და ილია ფილფანის მამას, დავით ფილფანს დაუკავშირდა.

 

მიშასაც ჯართი უძახეს... აღგზნებულია რამდენიმე ფიგურა - თამარ ჩერგოლეიშვილი VS გიგი უგულავა
2021-06-09მიშასაც ჯართი უძახეს... აღგზნებულია რამდენიმე ფიგურა - თამარ ჩერგოლეიშვილი VS გიგი უგულავა

 

„ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თითქმის თეთრმეტი თვის განმავლობაში, გამოძიებას არ ჰქონია პროგრესი საწყისი წერტილიდან. პოლიცია ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ და გააკეთეს რაც საჭირო იყო.

 

მე ამჟამად საქართველოში, სვანეთში ვარ, ჩემი ცოლი წავიდა, მას სეროზული სამუშაო აქვს. მე ვერ წავალ, იმედი მაქვს, ველოდები რომ იქნება ახალი ინფორმაცია.

 

ქორწინების საზეიმო ცერემონიალები დაშვებულია! - რა უნდა იცოდნენ წყვილებმა
2021-06-09ქორწინების საზეიმო ცერემონიალები დაშვებულია! - რა უნდა იცოდნენ წყვილებმა

 

რა მოხდა ამათან დაკავშირებით, როგორ გაუჩინარდა, ჩვენს არ გვაქვს მტკიცებულებები, მითითებები.

 

იმედი, რომ გამოჩნდება რა თქმა უნდა გვაქვს, ჩვენ მას დაველოდებით, სანამ არ ვიპოვით პასუხს ამ ამ სიტუაციის ახსნაზე“, – ამბობს დავით ფილფანი.

 

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ილია ფილფანის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X