
შავიზღვისპირეთში, საქართველო, პანდემიის შემდეგ, საუკეთესო საკურორტო თავშესაფრად იქცა – სწორედ, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post-ი.
სტატიის ავტორი იზაბელ ხურშუდიანი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყანად მოიხსენიებს.
„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი, ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, – ვკითხულობთ სტატიაში.
„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება იმდენივე ტურისტი არ გვყავდეს, როგორც გასულ წელს,
თუმცა ჩვენ უნდა დავამატოთ ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8000-წლიანი მეღვინეობა, ჩვენი სამზარეულო, კულტურა და სტუმართმოყვარეობა“, – მოყვანილია სტატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით.























