16:36 | 2020-09-28 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ტიგრან გულოიანი, ნუნუ ექიმი, ლიმონა და ძია ისიდორე – ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში

ტიგრან გულოიანი, ნუნუ ექიმი, ლიმონა და ძია ისიდორე – ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში

ახალი ამბავი არაა, რომ ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“ რეალურ ამბებზეა აგებული და ნაწარმოების გმირების უმეტესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს.

 

მისი მთავარი გმირის – ზაზა ნაკაშიძის პროტოტიპი თავად ავტორია.

 

გაგაცნობთ ტიგრან გულოიანის, ლიმონას და ნუნუ ექიმის პროტიპებს:

 

ტიგრან გულოიანი – არტუშ გრიგორიანი

 

არტუშ გრიგორიანი 2002 წელს გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე რუსთავში შევხვდი და ვისაუბრეთ, უამრავი ამბავი გაიხსენა, მაგრამ მთხოვა, ნუ დაწერ, აღარ მინდა ხალხის ყურადღება მივიპყრო, უკვე დაუძლურებულმაო. მაშინ 88 წლის იყო. გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს ვესტუმრე და მეუღლესთან ინტერვიუ ჩავწერე, რომელმაც მითხრა, რომ მისი ქმარი დაჭერილი ნამდვილად იყო, სასჯელს იხდიდა ქურდობისთვის, შემდეგ კი პურის საცხობში მუშაობდა და ქურდი არასოდეს ყოფილაო. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად არტუშ გრიგორიანი სხვა ამბებს ჰყვება და ჩვენც ამ ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.

 

გარდაცვალე1914 წელს დაიბადა. პირველად 1943 წელს დაიჭირეს, ცნობილი სტომატოლოგის ბინის ძარცვისთვის, საიდანაც ბლომად ოქროულობა წაიღო და3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლენინის მოედანზე (ახლანდელი ტაავისუფლების მოედანი) მაღაზიიდან რამდენიმე ჯიბის საათი მოვიპარე. მილიციამ ადგილზევე დაიჭირა და რვა წელი მიუსაჯეს.
ორჯერ ნასამართლევმა კაცმა „შავი ცხოვრებით“ გააგრძელა ცხოვრება. მომდევნო პატიმრობა უკვე მკვლელობისთვის მიუსაჯეს…

 

На изображении может находиться: один или несколько человек, шляпа, обувь и текст

„ნაძირალა ადამიანი იყო, ალი ფაშა ერქვა და მილიციაში მუშაობდა. მახსოვს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და უმიზეზოდ შემიჩნდა, – გინდა თუ არა, აქედან წაეთრიეო. ჯერ ხმას არ ვცემდი, მაგრამ ძალიან რომ გამიჩმახა, უბიდან პისტოლეტი დავაძრე და შუბლი გავუხვრიტე.

რაიონის მილიციის უფროსი პატიოსანი პიროვნება იყო. მივირბინე მასთან, ჩემი „პარაბელუმი“ მაგიდაზე დავუდე და ვეუბნები: “შალვა ლუკიჩ, ეს წუთია, შენი ერთ-ერთი ძაღლი გავაგორე!“ რას მელაპარაკები, ვინ მოკალიო? – გაოცდა. აი, ის, დამპალი ალი ფაშა-მეთქი. ვახ, შენს მარჯვენას ვენაცვალეო, – გაიხარა. ფაშა მილიციელებსაც კი სძულდათ… ერთი სიტყვით, ლუკიჩი ჩემს მხარეს დადგა, შემდეგ ნაცნობ ექიმს დაურეკა, – გურამ, სასწრაფოდ მოდი მილიციაშიო. ექიმი რამდენიმე წუთში მოვიდა. იმან ჩემზე ანიშნა: გურამ, ეს ბიჭი კარგი ვინმეა. წეღან ალი ფაშა შემოაკვდა და ამისთვის, შესაძლოა, დახვრიტონ. ვუშველოთ რამე – გიჟის ცნობა გავუკეთოთო. ექიმმაც მაშინვე შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ესა და ეს კაცი აფრენსო“… – სიცოცხლის ბოლო წელს მიცემულ ინტერვიუში არტუშ გრიგორიანი.

 

 

 

„წამიყვანეს საგიჟეთში, ავლიპ ზურაბაშვილთან. ორი თვის მანძილზე, დილიდან საღამომდე უაზროდ ვყვიროდი, ხელებს ვიქნევდი, “გულიც მიმდიოდა…” მოკლედ, როგორც შემეძლო, ისე ვსიმულანტობდი. ავლიპმა, ეტყობა, ვერაფერი გამიგო და გამოსაკვლევად რუსეთში, სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ ცენტრში გამგზავნა.

მახსოვს, შემიყვანეს პალატაში, იქ კი ვიღაც გოლიათი დამხვდა. იმხელა კაცი იყო, გამიკვირდა, – ნეტავ, ამ კარში როგორ შემოეტია-მეთქი. ხელ-ფეხი სქელი თოკით ჰქონდა შეკრული. ექთანმა ჩამჩურჩულა – „ბუინი“ გიჟიაო. საწოლზე მოვკალათდი, ის გოლიათი კი გამართული რუსულით მეკითხება: – ბოშა ხარო. რომ გაიგო, თბილისელი სომეხი ვიყავი და ქართულიც ვიცოდი, ძალიან ესიამოვნა. ეს კაცი დურუ ხურცილავა იყო.

ერთ წელს კოლონიიდან გავიქეცი და თეთრიწყაროს რაიონში ვიმალებოდი. იქ ერთი მეტყევე მოვკალი, რომელიც გლეხებს შეშას არ აძლევდა და სულ თავისთვის მიჰქონდა… სწორედ მაშინ შევიცვალე გვარ-სახელი. სინამდვილეში არტუშ გრიგორიანი ვარ, მერე კი ტიგრან გულოიანი გავხდი… მაინც დამაკავეს და კვლავ ციხეში მიკრეს თავი. ნოდარ დუმბაძე იქ გავიცანი.

ლიმონასნაირი ქურდი ბარე ორი არ გვყოლია! ყველაზე „დასტოინი“ და სამართლიანი ქურდი იყო „საიუზში“. სათქმელს ყველას პირში ეუბნებოდა და არავის ერიდებოდა…
ოცდათვრამეტიწელი გავატარე ციხეში, მამაჩემი მაკითხავდა ხოლმე, „პერედაჩა“ მოჰქონდა. დადგებოდა მერე ციხის გალავანთან და მიყვიროდა: – შვილო, როგორ ხარ? – კარგად ვარ! – ჰო, შვილო, კარგად იყავი და სულ მანდ იყავიო. ჩემი გამოსწორების იმედი აღარ ჰქონდა, თან იცოდა, ციხეში ქურდები არც თუ ურიგოდ ვცხოვრობდით და ალბათ ამიტომ მეუბნებოდა ასე…

გარდაცვალებამდე დაახლოებით ოცი წლით ადრე დაანებ აქურდობას თავი.
„ბებერი ვიყავი, ჯანი აღარ მომდევდა. თანაც, ძალიან კარგი შვილი მყავს და იმან დამიყოლია. ქურდებს ვუთხარი, – ძმებო, ჩვენი ტრადიციებისთვის არასოდეს მიღალატია, მაგრამ დავუძლურდი, სნეულებები მაწუხებს და გამიშვით-მეთქი. შემომითვალეს, – წადი, ტიგრან, დაისვენე, ოღონდ მილიციასთან არ ითანამშრომლოო“

 

მერი ჯავახაძე – ნუნუ ექიმი

 

ქუთაისში, „ზასტავაზე“, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. საფერშლო ტექნიკუმში ჩაავაბარა, შემდეგ ცოტა ხანს წყალტუბოს საავადმყოფოში, ექთანად იმუშავა, 1949 წელს კი ორთაჭალის ციხეში დიწყო მუშაობა.

 

ნახეთ ცნობილი კადრი ფილმიდან “თეთრი ბაირაღები”

 

„ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და თითქმის ყველა პატიმარს ვუყვარდი – ციხის ვარსკვლავს მეძახდნენ. ლექსებს მიძღვნიდნენ, თავად ბევრ რამეს მოკლებულნი, კანფეტებს მიგზავნიდნენ. – იხსენებდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთი ძალიან ცნობილი ქურდი იყო – გვარად წერეთელი. ულამაზესი ახალგაზრდა. ეტაპით „პერესილკაში“ უნდა გაეგზავნათ. როცა მიჰყავდათ, დერეფანში დამინახა, გაზეთში რაღაც გაახვია და გადმომიგდო:

 

– მერი ექიმო, არ მიწყინო, ამით ჩემს სახსოვრად რამე იყიდეო, – ფული იყო გაზეთში გახვეული. იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა. ის საბრალო სადღაც გადასაკარგავში მიჰყავდათ და ფული კი მე მაჩუქა. ბევრი ვიტირე იმ შემთხვევის გამო, მაგრამ ჩემი ცრემლი რას უშველიდა. ცრემლმა არა, მაგრამ ლოცვამ მართლაც უშველა. მაგადანის ოლქში ოქროს საბადოებზე დაუწყია მუშაობა, რაღაცნაირად გათავისუფლებაც მოუხერხებია და უზომოდ გამდიდრებულა. მეტი მასზე ვერაფერი შევიტყვე.

 

ცხონებულ ნოდარს მაშინაც აწუხებდა გული, რამდენჯერმე საგულე საშუალებების აბები გამომართვა. მეგონა, ისიც სხვებივით ეშმაკობდა, მაგრამ თურმე მართლაც სტკივებია ის კეთილი გული. აბა, რა იქნებოდა… ყველა საზიზღრობას, რასაც ადამიანი სჩადიოდა, ნოდარი გულში იგუბებდა, ამუშავებდა. სიკეთედ გარდაქმნიდა და ამ სახით უბრუნებდა გარშემომყოფთ.

 

ლიმონა – ილო დევდარიანი

 

ციალა ჭუაძე-დევდარიანი (ილო დევდარიანის მეუღლე):

”ილო 1954 წელს გავიცანი, როცა ის 26 წლისა იყო. მთაწმინდაზე მეზობლად ვცხოვრობდით. მაშინდელი თბილისი საოცრად თბილი ქალაქი იყო, ხალხიც – ვაჟკაცური, ალერსიანი და ზრდილი. მახსოვს, ბიჭები ერთმანეთში რომ იჩხუბებდნენ, მერე აუცილებლად რიგდებოდნენ და ერთად მიდიოდნენ ხოლმე საქეიფოდ. ილოს დედა – ამაშუკელის ქალი – მთელ უბანს გვიყვარდა. დაგვსხამდა ახალგაზრდებს და ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, პირდაღებულები შევცქეროდით. მის მოსმენას
არაფერი სჯობდა. იმ დროს მეზობელი და ოჯახის წევრი თითქმის ერთი და იგივე იყო და ამდენად, ილოსთანაც მეტად ახლოს ვიყავი.

 

 

ერთად დავდიოდით კინოში, ვთამაშობდით ლოტოს, თუმცა მეგობრობის გარდა სხვა რამ ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. მერე, 1956 წელს, საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედი და მანაც სწორედ მაშინ დამიწყო უკან დევნა. ილოს საქციელით, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი – მანამდე მისგან ხომ არასოდეს მიგრძვნია ამგვარი ყურადღება. ცოლობაზე თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა ილოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჩვენმა საერთო მეგობარმა, ლევიკო რამიშვილმა (ილოს მომავალმა მეჯვარემ) მითხრა: ”ციალა, თუ ილოს გვერდით დაუდგები, ამით უდიდეს სიკეთეს გამოიჩენ, იცოდე, ის თვინიერი ადამიანია და ყველაფერში დაგიჯერებს. თანაც, ცოდვაა ბიჭი, გულით და სულით უყვარხარ”.

 

 

ერთხელაც, 1957 წლის 19 სექტემბერს, სამსახურიდან შინ დაღლილი დავბრუნდი. ამ დროს ილო და ლევიკო მესტუმრნენ. შეწუხებული სახეები აქვთ. დევდარიანი მეუბნება, დედაჩემი მძიმედ არის ავად და შენი ნახვა სურსო. უმალ წამოვხტი და გავყევი, ისინი კი თურმე მატყუებენ… ილომ თავისთან მიმიყვანა და მას შემდეგ აქ ვარ…

 

მიუხედავად იმისა, რომ შავ სამყაროში იყო, არაერთი ახალგაზრდა გადაურჩენია ქურდობის გზაზე დადგომისგან. ერთხელ მისთვის ვიღაც ბიჭი მოუყვანიათ – ამას ქურდობა სურს და შენ რას იტყვიო? ილოს დაწვრილებით გამოუკითხავს ყმაწვილისთვის, – ვინ ხარ, მშობლები რას საქმიანობენო და ა.შ. ბოლოს უთქვამს: – პროფესორების ოჯახიდან ყოფილხარ, ფულიც ბლომად გქონია, მაშ, რაღად გინდა ქურდობა?! წადი, სწავლა განაგრძე და იცოდე, არაფერი დააშავო, თორემ ჩემთან გექნება საქმეო. იმ ბიჭსაც ვეღარ გაუბედავს ქურდობა.

 

 

ფოტოზე: ილო დევდარიანი და მიშა მესხი

 

„13 წლამდე ფრიადოსანი მოწაფე იყო. შემდეგ მამამისი ფრონტზე გაიწვიეს და ავადმყოფი დედის ანაბარა დარჩენილი ბიჭი ქუჩაში გავიდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი, დიდებული გვარისა და ოჯახის შვილი დაადგა იმ გზას. თუნდაც ლევიკო რამიშვილის მაგალითი რად ღირს: დედამისი თბილისის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი იყო, მამა – რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი კომისარი”.

წრფელი სიყვარული გვაკავშირებდა. ერთადერთი პრობლემა მისი საქმიანობის გამო გვქონდა. საერთოდ, ქუჩის ამბებზე ოჯახში არასოდეს საუბრობდა. ამ მხრივ მისი ყველაზე დიდი მტერი ვიყავი.

 

ოჯახში ბევრი არაფერი შემოჰქონდა. ხელმოკლედ ვცხოვრობდით ერთ პატარა ოთახში. ხშირად პაპიროსის ფულს ჩემი ხელფასიდან ვაძლევდი.

ფოტო: ილო დევდარიანი და მიშა მესხი

 

 

ილო ფეხბურთზე კარგავდა ჭკუას. ჩვენს ”დინამოს” მუდამ დაჰყვებოდა გასვლით მატჩებზე. მიხეილ მესხი და ავთანდილ ჭკუასელი მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

 

ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ. პატიმრობის შემდეგაც მეგობრობდნენ, „თეთრ ბაირაღებს“ კი ილო ვერ მოესწრო. ის 35 წლისა გარდაიცვალა – რამდენიმე წლით ადრე, სანამ ნოდარი ამ მშვენიერ ნაწარმოებს შექმნიდა.
ჩვენი ერთად ყოფნის ზუსტად მეექვსე წელს, 1963 წლის 19 სექტემბერს, ილომ ჩვენი ქალიშვილი თამუნა საბავშვო ბაღიდან შინ მოიყვანა და სადღაც გავიდა. დაახლოებით ღამის 12 საათზე ერთი ნაცნობი გვესტუმრა და შეშფოთებულმა გვაცნობა, – ილო ვიღაც სომხებმა დაჭრესო. გავქანდი კამოს ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მივუსწარი…

დღემდე კარგად არც კი ვიცი, რა მოხდა მაშინ. ჩემამდე ასეთი ამბავი მოვიდა: ილოს დიდუბეში, ვიღაც ალბერტასა და რაფიკასთან შელაპარაკება მოსვლია. ისინი საქმოსნები ყოფილან. ერთ-ერთს, მოულოდნელად, რევოლვერი ამოუღია და ჩემი მეუღლისთვის უსვრია. მძიმედ დაჭრილი ნაცნობებს მოტოციკლით მიუყვანიათ საავადმყოფოში, მაგრამ იქ მყოფმა მილიციელებმა ექიმები ილოსთან არ მიუშვეს… ოპერაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს… ილო სისხლისგან დაიცალა…

დარწმუნებული ვარ, მილიციამ მოაკვლევინა. მკვლელი არ დაუსჯიათ, მხოლოდ ორი კვირით ჩასვეს საკანში, ისიც იმიტომ, რომ ეშინოდათ, დევდარიანის მეგობრებმა სისხლი არ აიღონო… მილიციაში საქმე მიაფუჩეჩეს და დამნაშავე გაათავისუფლეს.
იმ სომხებმა მერე შუამავალი გამომიგზავნეს და ძალიან დიდი ფული, ნახევარი მილიონი მანეთიც გამოატანეს – ობლებს მოახმარეთ, ბინა აიშენეთ, ოღონდ გაჩუმდით და თავი დაგვანებეთო… რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და შუამავალს ფული სახეში შევაყარე“.

 

ფოტო: ილო დევდარიანი და დედ ჰასანი (შუაში)

 

ილოსთან ერთად მაშინ ჰასანაც იყო (ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“ – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი). ქურდებმა მას მოგვიანებით პრეტენზია წაუყენეს, – ილოს რატომ ვერ უშველეო? ვერც უშველიდა – იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი“.

 

ჩვენი ინფორმაციით, კიდევ ერთი პერსონაჟი, ძია ისიდორეც რეალური ადამიანის პროტოტიპია, რომელიც ხაშურში ცხოვრობდა  და სიძის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X