
ლოს-ანჯელესიდან ოკლენდის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ერთადერთმა მგზავრმა ბორტგამცილებლები ,,ტიკ-ტოკისთვის” აცეკვა. ამის შესახებ msn-ი წერს.
გამოცდილმა მოგზაურმა სეტ ტომასმა თვითმფრინავის ბილეთი ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძინა და როდესაც აეროპორტში მივიდა, აღმოაჩინა რომ რეისზე ერთადერთი მგზავრი იყო. სეტს ეს ამბავი ძალიან გაუხარდა და გადაწყვიტა შანსი ხელიდან არ გაეშვა. ბორტგამცილებლები ცეკვაზე დაიყოლია და მშვენიერი კადრებიც გადაიღო.
ამერიკელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ბორტის წევრები ჯასტინ ბიბერის Come Around me-ზე სინქრონულად მოძრაობენ.






















