
მას შემდეგ, რაც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ადგილი ამ დრომდე თავისუფალია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სანამ ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი.
„ნებისმიერ შეთხვევაში, სანამ ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, რომელიც ისევე ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა. არ შეექმნება არცერთ პაციენტს რისკი, ნებისმიერი დაწყებული ნაბიჯი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე და რაც უნდა განხორციელებულიყო, შეუეფერხებლად განხორციელდება. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მომენტი, რაზეც საჭიროა აღელვება, უნდა დაველოდოთ პრემიერ – მინისტრის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ის საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.























