20:57 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ტიკარაძე: ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი, რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე

ტიკარაძე: ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი, რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე

მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა ასევე ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ჩემი ხომ გჯერათ?... ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ... - ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა
2021-08-08ჩემი ხომ გჯერათ?... ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ... - ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა

 

ჯანდაცვის მინისტრმა არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი მძიმე ვითარებაშია.

 

„აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ თითოეული ჩვენი გვერდში მდგომი, ჩვენი მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, შეიძლება ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს და ალბათ ყველა აკვირდებით, რომ წელიწადნახევარია ჩემგან მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ მართლაც ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება მე ვერ შევძლო გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მანამდე, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა

 

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X