00:40 | 2020-11-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობას „გაათამამებს“

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობას „გაათამამებს“

ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობას „გაათამამებს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

ჩემი შეცდომაც იყო - რა აღიარა ჯანდაცვის მინისტრმა 
2020-11-25ჩემი შეცდომაც იყო - რა აღიარა ჯანდაცვის მინისტრმა 

 

„მაქსიმალური ზღვრის დასახელება მე მიჩენს განცდას, რომ მეტად უფრო ათამამებს ჩვენს მოსახლეობას, ვინაიდან, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საწოლფონდი არსებობს, მაშინ ჩვენ ნაკლებად ვიცავთ წესრიგს.

 

აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვერიდები იმ რიცხვის დაანონსებას, რა რესურსიც ჩვენ გვაქვს.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ყველა ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X