
ჰიუსტონის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის უფროსი მეთაური – იოსეფ ვერონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, რომელშიც იგი მოხუც პაციენტს ანუგეშებს.
„ბატონი დავინახე. იგი 80 წლამდე ასაკის იყო და ტიროდა, როგორც პატარა ბავშვი. მე შევეკითხე მას, თუ რა ხდებოდა. მან მიპასუხა, რომ თავის ცოლთან ერთად ყოფნა უნდოდა. მე ვფიქრობდი ამ კაცზე და ვფიქრობდი, თუ რამდენჯერ მინახავს ეს [სიტუაცია] – პაციენტები, ვინც ძალიან მარტოსულები და იზოლირებულები არიან. ამის გამოსწორება ძალიან რთულია. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ გამოვასწორო ეს. როდესაც მოხუცი ხარ, როცა მიჩვეული ხარ, მაგალითად შენ ცოლთან ერთად ყოფნას და ვიღაც კოვიდსექციაში გათავსებს, სადაც არანაირი კონტაქტი არ გაქვს გარე სამყაროსთან, სადაც არავის შეუძია მოგაკითხოს და მოგინახულოს… მე ვხედავდი ეს კაცი თავს როგორ გრძნობდა. პირადად მეც, ძალიან სევდიანი ვიყავი“ – ამბობს იოსეფ ვერონი.
აღნიშნული პაციენტი – 80 წლამდე მამაკაცი ამ დროისთვის, კლინიკიდან გაწერილია, თუმცა ექიმი ვერონისათვის სამუშაო ამით არ სრულდება. ექიმი 259-ე დღეა შეუჩერებლად, შესვენებებისა და დასვენების დღეების გარეშე მუშაობს. იგი BBC-თან ინტერვიუში, ყვება, თუ როგორი დაღლილ-დაქანცულები არიან თვითონ და მისი თანამშრომლები.

მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვებთან ერთად, მადლიერია ვაქცინის შექმნის გამო, საუბრისას, იოსეფი მაინც ამატებს, რომ იგი რეალისტია და ხვდება, რომ ვაქცინაცია მარტივი არ იქნება. იგი ასევე, იმ ხალხის შესახებაც საუბრობს, რომლებსაც ვირუსის არსებობის ან არ სჯერა, ან არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისთვის საჭირო რეკომენდაციებს.
„ხელს გავარტყამდი სახეში, რადგან მე და ჩემი კოლეგები თავს ვიკლავთ. ორ ბრძოლაში ვიბრძვით. ომი კორონავირუსის გასამკლავლებლად და ომი უმეცრების/სულელობის წინააღმდეგ. ხალხი არ გვისმენს რას ვლაპარაკობთ. მათ ვისაც არ სჯერა კორონავირუსის და ჰგონიათ, რომ ეს ტყუილია, უბრალოდ უთხარით, რომ მოვიდნენ და გაატარონ დღე ჩემთან და ჩემს დანაყოფთან“.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ში, Covid – 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე, უფრო და უფრო მზარდია. ამის გამო, ზოგიერთი შტატის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან და ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის დაწესებულებები, შესაძლოა მალე გადაიტვირთოს კიდეც.
ავტორი: ამუკა ქორიძე






















