14:05 | 2021-07-07 ავტორი: Prime Time

თითო კორპუსს თითო სამოქალაქო მოძღვარი ეყოლება, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული – რომან გოცირიძე რადიკალური ჯგუფების „გეგმებზე“

თითო კორპუსს თითო სამოქალაქო მოძღვარი ეყოლება, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული – რომან გოცირიძე რადიკალური ჯგუფების „გეგმებზე“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, თბილიში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. რომან გოცირიძე იმ ჯვარზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რუსთაველზე მოძალადე ჯგუფებმა ჟურნალისტების ცემის შემდეგ აღმართეს.

 

„პარლამენტის წინ შავბნელებმა ჯვარი აღმართეს, ტერიტორია მონიშნეს. მერე ჯვრებით თეატრების, კლუბების, რესტორნის, სტადიონების მიმდებარე ტერიტორიებს მონიშნავენ. ტრასებზე უკვე აყენია და ყოველ ათ კილომეტრში ერთს ჩაარჭობენ, სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც მიადგებიან და ბოლოს საძინებლებშიც სავალდებულო გახდება მისი ქონა. თითო კორპუსს თითო სამოქალაქო მოძღვარი ეყოლება, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული.

 

ცხვარი ხარ ჩვეულებრივი!... - ვრცელდება „სირცხვილიას
2021-07-07ცხვარი ხარ ჩვეულებრივი!... - ვრცელდება „სირცხვილიას" აქტივისტის სატელეფონო საუბარი ვარლამ გოლეთიანთან (ვიდეო)

 

ჯვარს ხელს ვერ ახლებ, ნაკურთხიაო იტყვიან. გამოგეცხადება ადგილობრივი მაკურთხებელი კუნთმაგარ მუტრუკებთან ერთად და პასუხს მოგთხოვს.

 

ვნახოთ, რამდენ ხანს იდგება მოძალადეების მიერ ნაცემი ჟურნალისტების სიმბოლო პარლამენტის წინ. ღვთისმოშიში პრემიერი და ფარისეველი დეპუტატები მის აღებას ვერ გაბედავენ. გამოსყიდვა მოუწევთ-მიწებს შეპირდებიან და საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას. აიწყვეს ბიზნესი“,- წერს რომან გოცირიძე.

 

ცნობისთვის 5 ივლისს, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

 

მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. დარბევების შემდეგ კი რადიკალრმა ჯგუფებმა რუსთაველზე ჯვარი აღმართეს.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X