17:08 | 2020-10-11 ავტორი: Prime Time

„თითქოს ვიღაცამ ვირუსი გადმოგვაფრქვია“ – 26 ახალგაზრდა მომღერალი კორონავირუსით დაინფიცირდა

„თითქოს ვიღაცამ ვირუსი გადმოგვაფრქვია“ – 26 ახალგაზრდა მომღერალი კორონავირუსით დაინფიცირდა

რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ „თუთარჩელას” 26 წევრი კოვიდდადებითია.

 

ანსამბლის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე „ინფო რუსთავს“ ესაუბრა.

 

„სტაბილიურად ვგრძნობ თავს, ოჯახის პირობებში მიწევს მკურნალობა ჯერჯერობით. სიმპტომებიდან გამომდინარე, რამე გართულებები არ მაქვს და ამიტომ სახლში დამტოვეს ჯერჯერობით. თითქოს ვიღაცამ კარები გახსნა და ვირუსი ერთიანად გადმოგვაფრქვია.

 

ყველა ერთნაირი სიმოპტომით როგორ შეიძლება ვიყოთ. მე რომ არ მეთქვა ბავშვებისთვის სიცხე გაისინჯეთთქო, არ ისინჯავდნენ, არაფერი არ გვაწუხებს მასწავლებელოო. უმეტესობა იწერება რომ ძალიან კარგადაა, მაგრამ ვამჩნევ რომ ეს ვისრუსი თანდათან, 4-5 დღეში უფრო იკრებს ძალებს. ნამდვილად ავად ვართ, ეს არ არის ტყუილი”,- აცხადებს თამარ ბუაძე.

 

 

„მე მაქვს iPhone 11 PRO - ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე iPhone 12“ - მეუფე ნიკოლოზი
2020-10-11„მე მაქვს iPhone 11 PRO - ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე iPhone 12“ - მეუფე ნიკოლოზი
ავტორი: Prime Time

X