
00:20 | 2021-02-06
“ტკბილს ვერ ვიტან, მაგრამ ამ რეცეპტმა ბავშვობაში დამაბრუნა” – ნინო ნადირაძე უგემრიელესი ტორტის რეცეპტს აქვეყნებს

“ტკბილს ვერ ვიტან, მაგრამ ამ რეცეპტმა ბავშვობაში დამაბრუნა და, თუ როდესმე თავი მოვაბი, უნდა გავაკეთო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძე წერს და უგემრიელესი ტორტის რეცეპტს აქვეყნებს.
“ბისკვიტი:
14 კვერცხი+14 სფ/კ შაქარი +ჭიქანახევარი გატარებული ნიგოზი+13 სფ/კ ფქვილი.ვაკეთებთ ბისკვიტს და ვაცხობთ 180 გრადუსზე 1 საათი.
ბეზე:
8 კვერცხის ცილა + 2 ჭიქა შაქარი ამოვიყვანოთ და გამოაცხოთ იგივე ფორმაში,რაშიც
ბისკვიტი.ტემპერატურა-150გრადუსი.ვაცხობთ 3 საათი.
კრემი 1
მორჩენილი კვერცხის გულები(8 გული)+ 1 ჭიქა შაქარი+2 ქილა სგუშონი+4 კოვზი ხსნადი ყავა ამოვიყვანოთ მიქსერით და მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი ადუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან. გაცივებულს შევათქვიფოთ 400 გრამი კარაქი.
თეთრი კრემი-2
4 კვერცხის გული+ 1 ჭიქა შაქარი+ 6 სფ/კ ფქვილი=1 ლიტრა ქაფქაფა რძე.მოვადუღოთ სქელი ფაფა+ გაცივებულს შევათქვიფოთ 300 გრამი ქარაქი.
თავზე მოსართავი ბეზე:
4 კვერცხის ცილა+ 1 ჭიქა შაქარი ამოვიყვანოთ და დავსვათ სოკოებივით.ვაცხობთ 3 საათი.
ბიკვიტს ვჭრით ორ ნაწილად და ვნამავთ ყავისა და კონიაკის ნაყენით.
ბიკვიტი+ ყავის კრემი+მოხალული ნიგოზი+ბეზე+ყავის კრემი+მოხალული ნიგოზი+ბისკვიტი.ტორტს გარედან ვრთავთ მოხარშული თეთრი კრემით და ვაფორმებთ სოკოსებური ბეზეებით.”






















