17:40 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

ტყიბულში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცების დახმარება გრძელდება

ტყიბულში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცების დახმარება გრძელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს 70 წელს გადაცილებილი მარტოხელა მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების დარიგებას.

 

სურსათის დარიგების პროცესში, მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ, რომლებმაც პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები ხანდაზმულებს სახლებში მიუტანეს.

 

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დახმარება 150 -მა მარტოხელა მოხუცმა მიიღო.

ავტორი: Prime Time

X