
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, 13 წლის წინ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფლებში: ძიროვანსა და ბუეთში ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს. ტყიბულელი ჯარისკაცები, სამშობლოს დასაცავად, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ.
ნიკოლოზ ფორჩხიძე შინდისის გმირთაგან ერთ-ერთია, ვინც მტრის ალყაში მოქცეული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა რუსულ არმიას.
დაღუპულთა ოჯახებს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე კომპანია ,,საქნახშირმა“ ერთჯერადად 500-500 ლარი გადასცა.
(NS)






















