21:10 | 2021-07-07 ავტორი: Prime Time

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მათ საფანტის იარაღით აქვს მიყენებული.

 

დაჭრილი ​ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

 

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი და ვინ არის სავარაუდო დამნაშავე.

ავტორი: Prime Time

X