09:35 | 2020-05-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

ტყიბულში დააკავეს კაცი, რომელიც მოხუც დედას სცემდა

ტყიბულში დააკავეს კაცი, რომელიც მოხუც დედას სცემდა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ტყიბულში 51 წლის მამაკაცი დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, მეზობელმა ქალის ტირილის ხმა გაიგო, ამის გამო მან პოლიცია გამოიძახა , რასაც შვილის დაკავება მოყვა. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას – 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”.

 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X