18:31 | 2021-03-30 ავტორი: Prime Time

ტყიბულში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს რეაბილიტაცია  უტარდება

ტყიბულში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს რეაბილიტაცია  უტარდება

ტყიბულში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.  ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  962 806 ლარს შეადგენს.

 

პროექტის მინდინარეობით  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც  არსებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

პროექტის  ფარგლებში განსაზღვრულია, რუსთაველის, ახობაძის და გელათის ქუჩებზე,  9 მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლის ფასადის მოწესრიგება. სამუშაოებს შპს თ.ბ-კაპიტალი აწარმოებს.

 

 

ავტორი: Prime Time

X