17:36 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციია მიმდინარეობს

ტყიბულში  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციია მიმდინარეობს

ტყიბულში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციია მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ,,გლობალ სტანდარტ მშენი”  წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დეტალურად განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.

 

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, ინფრსტრუქტურის სამსახურისა და  სპორტული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგვინებით შეხვედრის მონაწილეებმა სკვერში გადაინაცვლეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცვნენ.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში ხორცილდება
2020-03-23ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში ხორცილდება

 

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია არსებული სკვერის ქვის ფილებით მოპირკეთება, შადრევნის რეაბილიტაცია, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება.

 

რეაბილიტაციის შემდგომ, აღნიშნულ ტერიტორიას ძველი ფუნქცია დაუბრუნდება, სპორტის სასახლესთან და საცურაო აუზთან ერთად, ერთ კომპლექსში მოექცევა დასასვენებელი, სპორტული და გასართობი სივრცეები.

ავტორი: Prime Time

X