
სოციალურ ქსელში „დედების ფონდი“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატარა ნატალის უიშვიათესი სიმსივნის ფორმა დაუდგინეს.
„ტკივილები გაუხშირდა ნატალიას და დღეს, მთელი დღე ვერ ვუყუჩებდით!
დღეს მივიღეთ ბიოფსიის საბოლოო პასუხი, რომლის მიხედვითაც დადგინა ბიკო სარკომა (Ewings Sarcoma) და არა ოსტეოსარკომა. როგორც აგვიხსნეს, ბიკო სარკომა არის უიშვიათესი და ძალიან საშიში სარკომა, რომელიც ძლიერ და აგრესიულ ქიმიოთერაპიას საჭიროებს.
დღეს შედგა კონსილიუმიც და გადაწყდა, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ქიმიოთერაპიის კურსი. თუმცა, ქიმიოთერაპიამდე, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ, ქირურგიული ჩარევით უნდა ჩაუდგან პორტი გულმკერდის არეში, რადგან ასეთი ძლიერი და აგრესიული ქიმიები ძარღვებს ავიწროვებს და შესაძლოა გადაწვას! პორტის ჩადგმის შემდეგ, კვირის ბოლოს დაუწყებენ ქიმიოეთარაპიის პირველ კურსს!
რაც შეეხება პროტოკოლს: მომდევნო ხუთი თვე მხოლოდ ქიმიოთერაპიის ეტაპია, ასეთ დიდ დროს იმიტომ საჭიროებს, რომ თუ ცოტა არ შეაჩერეს სიმსივნის აგრესიული ფორმა, ქირურგიულად ვერ შეეხებიან, რადგან პროცესს დააჩქარებს.
ხუთი თვის შემდეგ თუ ნატალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმის ფარგლებში იყო გაუკეთებენ ოპერაციას. ოპერაციის შემდეგ კი მომდევნო ექვსი თვე კიდევ ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის კურსს საჭიროებს.
ფინანსები: რადგან ასეთ ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, შესაბამისად ფინანსები ძალიან მაღალია. ზუსტი თანხა დღეს ვერ გვითხრეს,მაგრამ შეგვპირდნენ რომ პარასკევისთვის მოგვცემდნენ სრულ კალკულაციას.
ტკივილები გაუხშირდა ნატალიას და დღეს, მთელი დღე ვერ ვუყუჩებდით“, – ნათქვამია „დედების ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმღები :დედების ფონდი
🔘საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
🔘თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
🔘ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
🔘ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
🔘ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი📱0901700483
ცხელი ხაზი +995 322 19 78 08























