23:22 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

ტკივილები მაქვს თავის არეში – როგორია ფოტოგრაფის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს დაშავდა

ტკივილები მაქვს თავის არეში – როგორია ფოტოგრაფის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს დაშავდა

„ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

2021-07-13"თექვსმეტი წლის გავთხოვდი, სესილიე ჩამოვიდა, არ გათხოვდეო, მითხრა, ჯერე არ გათხოვდეო" - 94 წლის ადელა თაყაიშვილი სესიალიასა და თავის ბიოგრაფიაზე

 

„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო.

 

ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არამხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება”, – განაცხადა ნიკოლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა 360 გრადუსში.

 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X