16:47 | 2020-06-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტკივილისგან გული მისდის! – საკარანტინე სივრცეში ქალს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

ტკივილისგან გული მისდის! – საკარანტინე სივრცეში ქალს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

ქალს, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფება, ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება და დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შუახნის ქალის შვილი, თაკო ადიკაშვილი უყვება.

 

ადიკაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 22 მაისიდან დღემდე დახმარებას ითხოვს, თუმცა პასუხი ჯანდაცვის სამინისტროსგან დღემდე არ მიუღია.

 

მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია
2020-05-30მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია

 

„22-ში რომ ჩამოვფრინდით 23-ში ღამე მოგვიყვანეს აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში. მეორე დილით ვუთხარით სასტუმროს ექიმს, რომ დედას ჰქონდა საშინელი ტკივილები, რომელსაც ძლივს უძლებდა.

 

სასტუმროს ექიმმა გამოიძახა სასწრაფო, რომლებმაც დედა გადაიყვანეს ცხელების ცენტრში, სადაც მარტო რენდგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი  და კოვიდზე ტესტი გაუკეთეს, რამაც უარყოფითი აჩვენა.

 

უთხრეს, რომ ვერანაირ სხვა გამოკვლევას ვერ ჩაუტარებდნენ და არცერთი სხვა საავადმყოფო არ მიიღებდა, სანამ კარანტინის 14 დღე არ გავიდოდა. ასეთი ბრძანებააო..

 

ექიმმა დაუნიშნა ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელი, რომელიც მხოლოდ 3-4 საათის განმავლობაში უყუჩებს ტკივილს. შემდეგ კი ამდენი ტკივილისგან გული უხდება ცუდად.

 

გვინდა, რომ თვითიზოლაციში გადასვლის საშუალება მაინც მოგვცენ, რომ იქიდან წაიყვანოს სასწრაფომ. ამ დრომდე ველოდებით პასუხს, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს თაკო ადიკაშვილი.

 

„პრაიმტაიმი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X