
„ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია“,- წერს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
„ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც.
სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.
ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ.”- წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. არხის მტკიცებით, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებშია საუბარი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























