20:45 | 2021-12-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტყვარჩელის შემოგარენში მაშველებმა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყვარჩელის შემოგარენში მაშველებმა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული ტყვარჩელის შემოგარენში, მთის მასივში, მაშველებმა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ბეტო კვეკვესკირის ცხედარი იპოვეს.

 

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.

 

თბილისის იუსტიციის სახლის შენობა, რომელსაც ყოველდღე ათასობით ადამიანი სტუმრობს, ექსპლუატაციაში მიღებული არაა - აუდიტი
2021-12-05თბილისის იუსტიციის სახლის შენობა, რომელსაც ყოველდღე ათასობით ადამიანი სტუმრობს, ექსპლუატაციაში მიღებული არაა - აუდიტი

 

უწყების ცნობით,32 წლის მამაკაცს, რომელიც სანადიროდ იყო წასული და გაუჩინარდა, 30 ნოემბრიდან ეძებდნენ.

 

სამძებრო სამუშაოებში საგანგებოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლები და მამაკაცის ახლობლები იყვნენ ჩართულნი.

 

ცხედრის გადმოსვენების საკითხში უწყების ვერტმფრენიც ჩაერთვება.

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X