
გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით, რაც ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ ბრალდებულები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვანი – ზ.ხ.
„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6 -ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება, რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი ჩვენი პოზიციაა 6-ვე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით,“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძემ.























