
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, 24 წლის მამაკაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა.
თავდამსხმელმა 17 ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი, 60 წლამდე მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსების და ფილმების სერიის პერსონაჟის, „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა.
ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პოლიციას უთხრა, რომ ადამიანების მოკვლა სურდა, რადგან შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“























