
თბილისში, ტოლსტოის ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობა მე-19 საუკუნეში აშენდა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.
ოჯახები, რომელთა ბინებიც ჩამონგრეულ ნაწილში იყო განთავსებული, ადგილიდან გადასული არიან ან მერიის მიერ ქირით გაყვანილი.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.






















