
ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს Twitter-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით ეხმაურება.
„არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას.
სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად გრძელდება“,- წერს პეტრშიჩეკი.
I cannot but repeat that the steps taken by the de facto office holders in #Abkhazia and #SouthOssetia, as well as #Russia, undermine stability in the region. It is loathsome that "#borderization" and other illegal activities continue despite #COVID19 pandemic. @MFAgovge 🇨🇿🇬🇪
— Tomáš Petříček (@TPetricek) May 29, 2020























