13:52 | 2021-08-29 ავტორი: Prime Time

ტორესა მოსი მის მიერ მომზადებული წვნიანის რეცეპტს აქვეყნებს

ტორესა მოსი მის მიერ მომზადებული წვნიანის რეცეპტს აქვეყნებს

“სივის რა გითხრათ და ბოსტნეულის ისეთი წვნიანი გავაკეთე, რომ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდექი“,- ამის შესახებ მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელშ წერს და მის მიერ მომზადებული წვნიანის რეცეპტს საზოგადოებას უზიარებს.

 

“ბარემ მომზადების საიდუმლოსაც გაგიმხელთ:

 

ე.ი. ვიწყებთ მაკარონით:
2-3/4 ჭიქა ფქვილი.
3 ც. კვერცხი.
1 ს.კ. ზეთი (მე ვიყენებ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს)
1 ს.კ მარილი
1/4 ჭიქა მარილი.

 

ამ ინგრედიენტებით მოვზელთ ცომს, კარგად გავაბრტყელებთ და დავჭრით სასურველ ზონებად და ფორმებად.

 

შემდეგ გადავალთ წვნიანის მომზადებაზე, რისთვისაც დაგვჭირდება:
მაკარონი.
1 ლ. ბოსტნეულის ბულიონი
2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
2 კბ. ნიორი.
2 ც. საშუალო ზომის თავი ხახვი
2 ც. საშუალო ზომის სტაფილო
50 გრ. ნაღების კარაქი (82%)
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
100 მლ. ღვინო (საფერავი)
2 ც. საშუალო ზომის პომიდორი.
მარილი.
პილპილების ნაზავი (შავი, თეთრი, მწვანე).
1 კონა კამა.
1/2 კონა ქინძი
1/2 კონა ოხრახუში

 

ვხარშავთ მაკარონს ერთ ლიტრ მარილიან ბოსტნეულის ბულიონში. პარალელურად, ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე კარაქსა და ზეითუნის ზეთში ვშუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს და დაჭყლეტილ ნიორს. ვუმატებთ, კუბებად დაჭრილ წითელ ბულგარულ წიწაკას და თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილ სტაფილოს, მოვასხამთ ღვინოს და მოვაჭრით ნახევარ კონა კამას. კარგად რომ მოიშუშება, დავასხამთ კანგაცლილ, წვრილად დაჭრილ პომიდორს და კიდევ ორი-სამი წუთი პომიდორთან ერთად მოვშუშავთ, მოვაყრით მარილს და პილპილს და ამასობაში თუ მაკარონი უკვე მზად იქნება, ამ ყველაფერს ჩავასხამთ ბოსტნეულის ბულიონში მოხარშულ მაკარონთან. მოვაჭრით ქინძს, ოხრახუშს, დარჩენილ ნახევარ კონა კამას და კიდევ ორი წუთი ვადუღებთ.

 

ბოსტნეულის სუპი მზად არის“,- წერს ტორესა მოსი

 

 

 

ავტორი: Prime Time

X