16:49 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

თორნიკე რიჟვაძე, ეს არის ადამიანი, რომელმაც გულწრფელად გაიზიარა ჩემი ტკივილი და დამეხმარა – ხატია თებიძე

თორნიკე რიჟვაძე, ეს არის ადამიანი, რომელმაც გულწრფელად გაიზიარა ჩემი ტკივილი და დამეხმარა – ხატია თებიძე

მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრების მანძილზე თორნიკე რიჟვაძესი, რომელმაც გულისტკივილით მიმიღო და დამეხმარა – ამის შესახებ ხატია თებიძე სოციალურ ქსელში წერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„ყოველ დღე ადამიანს როგორც თვალით დანახვა შეუძლია, ცხვირით სუნთქვა და მრავალი არომატის შეგრძნება ასევე ყურს უწევს გაიგონოს ბევრი სასიამოვნოა და არასასიმოვნო ბგერები ფრაზები და ასე შემდეგ.

მე კიდე დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ გავუზიარო ბევრ მკითხვრლს ისევ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს რომ მადლიერი ვარ ყოველი დღის მადლიერი ვარ იმ ადამიანების ვინც გვერდით დამიდგა და დღეს დამოუკიდებლად ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შემიძლია გარეთ გასვლა, სეირნობა, ყველა იმ ყოველდღიურობაში ჩავერთო სრულფასოვნად, ყოველ ნაბიჯზე გავიღიმო და მრავალჯერ აღვნიშნო თუ რა არის ადამიანობა.

ძალიან ბევრთან მომიწია კონტაქტი ძალიან ბევრმა გაუაზრებლად გამცა პასუხი თუმცა არის ადამიანები რომლების სახელის გაგონებაზე ყოველთვის ვივსები დადებითი ემოციებით, ღიმილით, ბედნიერებით და ეს არის ჩემს ირგვლივ ყველასთვის ნაცნობი თორნიკე რიჟვაძე ! რომელსაც ვუწოდე: ადამიან – იყო ადამიანი ნიშნავს იცოდე მოსმენა, შეგეძლოს ტკივილის გაზიარება გულწრფელად , თქვა სიტყვა რომელიც დიდი პასუხისმგებლობით და სითბოთი არის ნათქვამი, არ დაავიწყდე და ყოველთვის იყოს დაინტერესებული თუ როგორ ვითარდები და რა შედეგი დადგება. ეს ყველა თვისება დავინახე და ამიტომაც ვუწოდე ადამიანი.

როგორც დღევანდელი ასევე მთელი ცხოვრების მანძილზე გამყოლი ბედნიერი სიხარულით სავსე მადლიერი ვიქნები ბატონ თორნიკე რიჟვაძის რომ მან უანგაროდ დიდი თანადგომით და გულისტკივილით მიმიღო და დამეხმარ“, – წერს ხატია.

 

ბათუმელი ხატია თებიძისთვის 2017 წლის 11 სექტემბერი ის დღეა, რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში საბედისწერო აღმოჩნდა. მას ორი წლის წინ საზღვარგარეთ ტრამვაი დაეჯახა. 8-დღიანი კომის შემდეგ მძიმე რეალობასთან შეგუება მოუწია. მედიკოსებმა ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. ატია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ დახმარება გაუწია.აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სრული და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებით, 200-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გადაუდებელი ოპერაცია და გაეწია სამედიცინო დახმარება.

 

ავტორი: Prime Time

X