23:56 | 2021-09-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თორნიკე რიჟვაძე – კარგად გამოჩნდება 2 ოქტომბერს ვინ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდის, პარტიის გარეშე

თორნიკე რიჟვაძე – კარგად გამოჩნდება 2 ოქტომბერს ვინ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდის, პარტიის გარეშე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები, ზოგიერთი ადამიანისთვის მწარე გაკვეთილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა - ის 2 ოქტომბერს ჩამოვა
2021-09-27მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა - ის 2 ოქტომბერს ჩამოვა

 

მისივე თქმით, სწორედ ამ არჩევნებზე გამოჩნდება ვინ რას წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნებისა“ და სამთავრობო გუნდის გარეშე.

 

„ეს ადამიანი განუდგა როგორც გუნდს, ქვეყანას ისე კანონის აღსრულებას. ეს ადამიანი ჩვენმა გუნდმა და მაშინდელმა ლიდერმა გახადა ქვეყნის პირველი პირი. დღეს ვხედავთ, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებას დაპირისპირებულ გახარიას. ძალიან კარგად გამოჩნდება 2 ოქტომბერს ვინ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდის, პარტიის გარეშე და ვის რა რეიტინგი აქვს. ეს ზოგისთვის იქნება კიდევ გაკვეთილი, ზოგისთვის იქნება ძალიან მწარე გაკვეთილი.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

 

 

დაგაინტერესებთ: ამ წუთებში ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20-ზე მეტი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია – რატომ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X