
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ სახლი ჩამოინგრა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები რჩებიან და მაშველები აგრძელებენ მუშაობას.
„დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადავარჩინოთ. ვერსიებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და მყარდება კონტაქტი იქ დარჩენილ ადამიანებთან.
ვერსიებზე ვერაფერს გეტყვით, მას გამოძიება დაადგენს.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღის სხვა სიახლეები დაგაინტერესებთ ⇓






















