16:13 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

თორნიკე რიჟვაძე: მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას

თორნიკე რიჟვაძე: მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს რეგიონში ტურისტული სეზონის უსაფრთხოების სტანდარტები და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მოსალოდნელ პოზიტიური დინამიკაზე ისაუბრა.

,,უნდა დავიცვათ ტურიზმის გახსნისთვის შემუშავებული რეკომენდაციები, ეს არის პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად, მოვუფრთხილდეთ მწვანე ზონის სტატუსს ტურისტული სეზონის წინ“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ტურიზმის ეროვნულ ასოციაციასთან, რათა მოხდეს უსაფრთხოების იმ სტანდარტების დანერგვა რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის თანმიმდევრულ აღდგენას.

 

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა
2020-05-28მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

 

დღესვე, მთავრობის სხდომაზე, კორონა ვირუსის გავრცელების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად დამატებითი ინიციატივები განიხილეს.

 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით ,,მაქსიმალური თანამშრომლობის ფორმატში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ბიზნესს დავუდგეთ მხარში, ვინაიდან ის გამოწვევები, რომელიც გვქონდა მოითხოვს პროაქტიულ ღონისძიებებს. მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას“.

როგორ ემზადება აჭარა პოსტპანდემიური ტურიზმისთვის - თემის დეტალური განხილვა
2020-05-15როგორ ემზადება აჭარა პოსტპანდემიური ტურიზმისთვის - თემის დეტალური განხილვა

კერძოდ ინიციატივა ითვალისწინებს ინვესტორებისთვის 4 თვიანი საშეღავათო ვადის 6 თვემდე გაზრდას. ასევე იმსჯელეს კანონპროექტის ინიცირებაზე, რომლის მიზანი იქნება ინვესტორებისთვის საბანკო გარანტიის შემცირებას, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების არანაკლებ 50 % ის შესრულების შემთხვევაში.

ავტორი: Prime Time

X