
ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

„პირველ რიგში, მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო ჩემპიონობა, დაახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი გამარჯვებას. მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემპიონობისკენ სვლა დასრულდა გამარჯვებით. ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, ეს არის მათი დიდი შრომის შედეგი და ბათუმმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ „შავი ზღვის პირატებს“ და ყველა გულშემატკივარს. ახალ სტადიონთან, ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო სარბიელზეც ბათუმის „დინამო“ არაერთხელ გაგვახარებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.


1923 წელს დაარსებული გუნდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.






















