17:48 | 2021-07-21 ავტორი: Prime Time

თორნიკე რიჟვაძის 3 წელი – განხორციელებული პროექტების შეჯამება (ფოტოები)

თორნიკე რიჟვაძის 3 წელი – განხორციელებული პროექტების შეჯამება (ფოტოები)

უკვე სამი წელია, რაც თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შესრულებას შეუდგა. 2018 წლის 21 ივლისს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა სრული უმავლესობით, 14 ხმით აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოღვაწეობის ანგარიშზე იწერება შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები:

 

აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები

 

აჭარაში ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ოცნების ქალაქის მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო. ხორციელდება სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპი 582 ბინას მოიცავს. ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაიწყო.

 

 

აშენდა 20 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი. მსოფლიო დონის სტადიონი საშუალებას იძლევა, ბათუმი გახდეს საერთაშორისო სპორტული და კულტურული ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი რეგიონში.

 

 

დასრულდა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. სპორტული ობიექტი 23 000 კვ. მეტრზე მოეწყო და ის 3400 მაყურებელზეა გათვლილი. ძალიან მალე კომპლექსში 15-ზე მეტი სპორტული სახეობა დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

 

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო. ეს იქნება ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, რომელიც შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იწყება.

 

 

დასკვნით ეტაპზეა ისტორიული პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. პროექტი აჭარის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას უზრუნველყოფს.

 

 

აჭარაში დაბებისა სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს. განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით სარგებლობას აჭარის 41 სოფელში მცხოვრები 5829 ოჯახი, ჯამში 30000 ადამიანი შეძლებს.

 

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება აჭარაში არ შეჩერებულა და აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშველოვანი სტატუსი შეიძინა ბათუმმა.

 

ბათუმმა – World Travel Awards -ის დაჯილდოებაზე – ვროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების სტატუსი მოიპოვა. ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი. ასევე ბათუმი არის პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს.

 

დინამიურად ვითარდება კურორტი გოდერძი, ხორციელდება საინვესტიციო პროექტები და წესრიგდება ინფრასტრუქტუა. მიმდინარეობს მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

 

 

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მშენებლობა დასრულდა. პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს.

 

 

აჭარაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დასაქმების პროგრამები. გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება. ასევე,  გაიზარდა გულის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება

 

ბათუმში აშენდა და უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში აღიჭურვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც  კოვიდმართვაში ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს რეგიონში.

 

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა, საცხოვრებელი კამპუსით, რომელიც იქნება ფიზიკა-მათემატიკის პროფილის.

 

 

განათლების ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით, თანამედროვე, საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამეცნიერო მუზეუმით.

 

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გარდა, აჭარაში ხორციელდება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები, შენდება უმაღლესი სასწავლებლები კერძო სექტორის ჩართულობით. გაიზარდა სტუდენტების დაფინანსება და განათლების ხელშეწყობა.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არა ერთი მნიშვნელოვანი ინფრტასტრუქტურული პროექტი განახორციელა. გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, აშენდა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი;

 

განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად 2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს შეადგენს. გაიზარდა ყველა მუნიციპალიტეტების კაპიტარული ტრანსფერის მოცულობა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო.

 

 

(NS)

 

ავტორი: Prime Time

X