13:45 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

ტოვებს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას – „თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია“

ტოვებს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას – „თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია“

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რატიანი თავის განცხადებაში მას არ გულისხმობდა.

 

ტიკარაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ნერგები დავრგეთ - თენგიზ ცერცვაძის მეუღლე
2020-11-24ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ნერგები დავრგეთ - თენგიზ ცერცვაძის მეუღლე

 

“თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს შესაძლოა, საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია. ვერ ვიტყვი, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ლევან რატიანმა დამძიმებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში უნდა წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც პროცესის მართვა შეუძლია. საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ რატიანი აღნიშნულ განცხადებაში ეკატერინე ტიკარაძეს გულისხმობდა.

ავტორი: Prime Time

X