
წინასაახალწლო სამზადისი პანდემიის პარალელურად მაინც გრძელდება. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული შეზღუდვების მიუხედავად, სერვისი „თოვლის ბაბუა გამოძახებით” მაინც აქტუალურია და ამის შესახებ „სანტა კლაუსები” განცხადებებს ავრცელებენ.
„პრაიმტაიმი” ერთ-ერთ თოვლის ბაბუას დაუკავშირდა და მომსახურების პირობებზე ესაუბრა.
„ვითვალისწინებ შეზღუდვებს და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, სურვილის შემთხვევაში პატარებს სახლებში ვესტუმრები. ჩემი მომსახურება 70 ლარი ღირს, ფასში შედის სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანი და კრეატიული, წითელი ფერის პირბადე, რომელიც თეთრი ფუმფულა ულვაშების ქვეშ შეძლებისდაგვარად დამალულია.
გამოძახების შემთხვევაში, დისტანციას დავიცავ და ისე გავამხიარუბულებ პატარებს.” – ამბობს თოვლის ბაბუა.
























