
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის დაბალ აქტივობას ეხმაურება. ოფიციალური მონაცემებით, მილიონი აცრიდან 60 წელს ზემოთ ასაკის მხოლოდ 29%-ია აცრილი.
„ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29%-ია. ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი. თქვენ არ იცრებით არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის გთხოვთ!“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
22 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 097 159 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 107 557 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 39.0 %; სრულად ვაქცინირებულია 980 213 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.3%; 21 ნოემბერს აიცრა 1 644 ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა























