21:12 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

თქვენ ეხუმრებით თქვენივე სიცოცხლეს – იტალიელი მერის ემოციური მიმართვა მოქალაქეებს

თქვენ ეხუმრებით თქვენივე სიცოცხლეს – იტალიელი მერის ემოციური მიმართვა მოქალაქეებს

იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ.

 

როგორც მერი ვიდეომიმართვაში ამბობს, ბევრი ქალაქგარეთ გადის, ზოგიც მეზობლებთან ერთად წვეულებას აწყობს, მას კი ადგილზე მისვლა და ამ ყველაფრის შეჩერება უწევს.

 

„ბევრი თქვენგანი წერს სოციალურ ქსელში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ზოგი ფეისბუკზეც კი ლოცულობს. ამიხსენით, როგორ იქნება ყველაფერი კარგად, თუ ჩვენ ჩვეულებრივ ვივლით საყიდლებზე? საყიდლებზე ყოველ 10 დღეში ერთხელ უნდა იაროთ.

 

თუ ყველანი სთხოვთ სტილისტს, რომ მოვიდეს სახლში და შეგჭრათ თმა, როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ სიტუაცია? რატომ გჭირდებათ თმის „დავარცხნა“ ამ მომენტში?

 

ბევრი თქვენგანი დარბის გარეთ, ამით როგორ შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისკენ ?

 

ისინი მეუბნებიან, რომ ზეწოლის ქვეშ არიან, მაგრამ მე გთხოვთ, რომ არ ირბინოთ ახლა გარეთ. ქალაქში 20-ზე მეტი სარბენი ადგილია. როგორ შეიძლება რომ ყველამ იქ ირბინოთ ახლა? მგონი ზოგს სკოლის შემდეგ არც ურბენია. ახლა რისთვის დარბიხართ?

 

დღეს კვირაა, ბევრი თქვენგანი წავიდა ქალაქგარეთ ბარბიქიუსთვის. ბარბიქიუ? მეხუმრებით? თქვენ ეხუმრებით თქვენივე სიცოცხლეს. ბევრი წვეულებებს აწყობს საკუთარ სახლში. მე მიწევს მივიდე და შევაჩერო ეს ყველაფერი.

 

დარჩი სახლში ნიშნავს, რომ დარჩი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ წვეულებები მეზობლებთან ერთად. ეს ყველაფერი არის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების“,- ამბობს მერი ვიდეომიმართვაში.

 

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 53 ათასზე მეტი ადამიანია. გარდაცვლილთ რიცხვი კი 5842-ს შეადგენს. იტალიამ სიკვდილიანობით ჩინეთს უკვე გადაუსწრო.

 

Gepostet von Gianfilippo Bancheri am Montag, 16. März 2020

 

 

ასევე, დაგაინტერესებთ : 

ნახეთ როგორ გამოიყურებიან იტალიელი ექიმები და ექთნები
2020-03-22ნახეთ როგორ გამოიყურებიან იტალიელი ექიმები და ექთნები

ავტორი: Prime Time

X