
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ბლოკავს ბრიფინგზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს:
“თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები! – განაცხადა წულუკიანმა.
“ტვ პირველის” ცნობით, საქართველოს კულტურის სამინისტროში დღეს დაანონსებულ ბრიფინგზე ტელევიზიის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.






















