
გადაუდებელი სამსახური არის ის სამსახური, რომელიც არა მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევაში, არამედ ყოველთვის პირველ ხაზზე იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის
და თქვენ ხართ ის უშიშარი გმირები, რომლებმაც ჩვენ ყველას, როგორც მთავრობას, ისევე მოქალაქეებს, პირველი დღიდან დაგვეხმარეთ და გაწიეთ ისეთი სამსახური,
რომ დღესდღეობით ჩვენ სახეზე გვაქვს ის წარმატება, რომელიც ყველას გვიხარია – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძე მედპერსონალის დაინფიცირების ფაქტებსაც შეეხო.
„არ შემიძლია ამ კომენტარებს არ გამოვეხმაურო და არ აღვნიშნო.
რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც არაერთი ტრენინგი გაქვთ გავლილი, რომლებიც ჩვენთან
ერთად მონაწილეობთ თითოეული პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრენინგებს თქვენთვის და ჩვენთვის.
ეს პროტოკოლები ეყრდნობა მსოფლიოს პრაქტიკას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს.
რა თქმა უნდა ის, რომ თქვენ იყოთ დაცულები იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის, ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება.
ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მაგრამ ეს არასდროს იქნება საკმარისი ყველა თქვენი იმ დამსახურების აღსანიშნავად, რომელიც თქვენ დღესდღეობით გაგაჩნიათ“- აღნიშნა ტიკარაძემ.
5 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლო მონაცემებით:
გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3






















