
ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მომღერალ ლელა წურწუმიას ინფიცირების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მომღერალმა ხალხმრავაალი კონცერტი ლეგალურად ჩაატარა.
„ლელა არის მომღერალი. მე მომწონს, თუ არ მომწონს მისი სიმღერა, ის არის მომღერალი და სიმღერა არის მისი სამსახური. კონცერტი არის ლელა წურწუმიას მუშაობა.
როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა – მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს. კონცერტი, რაც მან ჩაატარა – ლეგალურად ჩაატარა.
მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა მშრომელ ადამიანს. ფოკუსი გაასწორეთ – მთავრობის ჩავარდნას სხვებს ნუ აბრალებთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ასევე წაიკითხეთ ⇓























