23:34 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

თქვენ თუ სახით არ გათრიოთ, მე არ ვიყო ის, ვინც ვარ – ვის მიმართავს ბაია პატარაია

თქვენ თუ სახით არ გათრიოთ, მე არ ვიყო ის, ვინც ვარ – ვის მიმართავს ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. უფლებადამცველი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას მიმართავს.

 

“საქართველოს მთავრობა თქვენ თუ სახით არ გათრიოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მე არ ვიყო ის, ვინც ვარ.

 

ნინოწმინდის ბავშვებისთვის”, – წერს ბაია პატარაია.

 

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

 

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

 

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.

ავტორი: Prime Time

X