
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საზღვარგარეთიდან მოქალაქეების უსასყიდლოდ ჩამოყვანა შესთავაზა, 24 საათი გავიდა და წინადადებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებისგან უარი მიიღო.
„მთავრობამ ფაქტობრივად გვითხრა რომ 199 ევროიანი ბილეთი ჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. სინამდვილეში კი ამ ადამიანებს, რომლებიც შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ თანხების გადახდის საშუალება არ აქვთ.თქვენ უარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე. გახსოვდეთ, რომ არც ერთი არგუმენტი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ ექნება. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია. გამოიყენეთ. ეს იქნება ერთობლივად გაკეთებული საქმე“-განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას შესთავაზა უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა საგანგებო ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც უკვე არის დანიშნული.
ამიტომ მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან“, – ამბობდა ვიდეომიმართვაში სააკაშვილი. მისივე თქმით, უკრაინული ავიაკომპანია, მზადაა ემიგრანტების ჩამოსაყვანად ავიარეასიები განახორციელოს.
სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო. „საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე არავის დახმარება არ სჭირდება“, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ყოფილ პრეზიდენტს.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















