
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს შტატების გუბერნატორებს მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
„თქვენ უნდა დაიჭიროთ ისინი, უნდა უთვალთვალოთ, უნდა ჩასვათ 10 წლით და ამ საზიზღობას ვეღარასდროს ნახავთ“ – აცხადებს ქვეყნის ლიდერი და იქვე ამატებს, რომ თუ რეგიონების ხელმძღვანელები ასე არ მოიქცევიან, „კრეტინები“ იქნებიან.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება, რომ ქვეყანაში არეულობების აღსაკვეთად დამატებითი ფედერალური ძალები გამოყონ. თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, რომელ ქვედანაყოფებს ჩართავენ საქმეში.
ამერიკის ქალაქებს საპროტესტო ტალღა მას შემდეგ მოედო, რაც რამდენიმე დღის წინ დაცვის თანამშრომელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებმა დაკავებისას უხეში მოპყრობის დროს მოკლეს.























