19:12 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

„თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო…” – თაკო ჩარკვიანი ღარიბაშვილს მიმართავს

„თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო…” – თაკო ჩარკვიანი ღარიბაშვილს მიმართავს

ახლა თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი, – ასე მიმართა „კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

ჩარკვიანის თქმით, მოსახლეობა ხელისუფლებისგან არა დახმარებას, არამედ „გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას” ითხოვს.

 

„ვინ თქვა, რომ ვინმე, რამელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თითს თქვენკენ იშვერენ მოქალაქები, რომ თქვენ დროს ჩალპა ქვეყანა კორუფციაში, ამაზე თქვენი ორი პრემიერი საუბრობს. თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით და რომ, ის ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ, ვინაიდან პუტინ -ბაიდენის შეხვედრაზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე არ იყო საუბარი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ასევე ნახეთ: „ბოკერიას და მის პარტიას პულსი აღარ ესინჯებათ, დავივიწყოთ და დავემშვიდობოთ ევსაქებს?” – ბაია პატარაია

ავტორი: Prime Time

X