14:23 | 2021-08-10 ავტორი: Prime Time

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა – გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა – გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.

 

ამ ბავშვების მშობლები რომ აცრილიყვნენ... ეს არ მოხდებოდა - უმძიმესი კადრები ბოქსირებული განყოფილებიდან
2021-08-10ამ ბავშვების მშობლები რომ აცრილიყვნენ... ეს არ მოხდებოდა - უმძიმესი კადრები ბოქსირებული განყოფილებიდან

 

პროფესორი ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.

 

გარდა ამისა, ექსპერტი აკრიტიკებს იმ მედიკოსებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეზღუდვების მოხსნას და არ დაუსაბუთეს მთავრობას, რატომ იყო ნაადრევი რეგულაციების შემსუბუქება.

 

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა. ახლა რომ გამოდიხართ და მოითხოვთ დამატებით შეზღუდვებს, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა. რატომ არ დაწექით მტავრობის ადმინისტრაციაში და რატომ არ უთხარით ხელისუფლების წევრებს, რომ ნაადრევი იყო ეს გადაწყვეტილება?“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ამავე თემაზე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X