
დღეს დილით ტრაგედია დატრიალდა ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
ავარიის შედეგად სამივე მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაგედიას მესხვერპლა 12 წლის ბავშვი, მისი ბებია და ბიცოლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.






















